სააკაშვილმა განაცხადა, რომ მას საიდუმლო იარაღი აქვს

საქართველო ახლა ჩამოვარდნილია რადარებიდან

saakashvili-ukrainaოდესის გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა თავის ფეისბუქ გვერდზე დაწერა, რომ მას საიდუმლო იარაღი აქვს. მაგრამ მას ჩრდილოეთ კორეის მეთაურისგან განსხვავებით, საინფორმაციო იარაღი აქვს. სააკაშვილი ამ იარაღის გამოყენებას აპირებს საინფორმაციო სივრცეში, კონკრეტულად კი ფეისბუქზე – წერს უკრაინული მედია.
სააკაშვილთან ინტერვიუში გუბერნატორმა განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ ნამდვილი ომია გამოცხადებული. საინფორმაციო კონფლიქტის მთავარ დამცველებად ის უკრაინელ ოლიგაქრებს მიიჩნევს, რომლებსაც არ მოსწონთ ის, რასაც სააკაშვილი ამბობს.
უკრაინის რამდენიმე სატელევიზიო არხი უარს ამბობს მის მოწვევაზე, მაგრამ გუბერნატორის თქმით, მას კონტრზონა აქვს – სოციალური ქსელი ფეისბუქზე, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს – ამბობს პოლიტიკოსი, ამიტომ, თვლის, რომ ოლიგარქები სატელევიზიო სივრცეში მისი დაბლოკვით შედეგს ვერ მიაღწევენ.
23 დეკემბერს უკრაინაში შედგება ფორუმი, რომლის მთავარი თემა კორუფციასთან ბრძოლაა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩინეთის ელჩს შეხვდა
შემდეგი სტატიათურქეთის სანაპიროსთან მასშტაბური სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს