სააკაშვილმა დაცვაზე საჯაროდ განაცხადა უარი

ოდესის გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ უკანასკნელი დღეების განმავლობაში განვითარებული მოვლენების შემდეგ ის უარს ამბობს ისარგებლოს “ალფას” დაცვით. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ დავის გარეშე აპირებს სიარულს.
“უკანასკნელი მოვლენების შემდეგ, ასევე ვეყრდნობი ინფორმაციას, რომელსაც ვფლობ, ოფიციალური წერილი გავუგზავნე დაცვის სამსახურს, სადაც უარს ვამბობ დაცვაზე, რომელიც უწყებამ გამომიყო. მე არავისი და არაფრის მეშინია და დღეიდან ოდესის ქუჩებში და სრულად ქვეყანაში დაცვის გარეშე დავიწყებ გადაადგილებას” – წერს სააკაშვილი.
“უკანასკნელ მოვლენებში” გუბერნატორმა, სავარაუდოდ, სააკაშვილმა იგულისხმა მედიის მხრიდან გუბერნატორის დადანაშაულება დონბასში უკრაინელი სამხედროების შესახებ გამოქვეყნებულ ვიდეოზე. მაშინ მან “ალფას” მადლობა გადაუხადა მისი დაძაბული გრაფიკის გაგებისათვის.
უკრაინის უშიშროების სამსახურში სააკაშვილის განცხადება ჯერჯერობით არ დაუკომენტარებიათ.

banner
წინა სტატიაშიერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4736 ლარია
შემდეგი სტატიათინა ხიდაშელი გოგი თოფაძის ბრალდებაზე კომენტარს არ აკეთებს