სააკაშვილმა ადვოკატები იმ საქმეს განარიდა, რომელიც წაგებული აქვს – ვოლსკი

პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მიმართ წაყენებული ბრალდებები იმდენად საფუძვლიანია , რომ ნებისმიერ საერთაშორისო ადვოკატს გაუჭირდება, სასამართლო რაიმე საწინააღმდეგო პოზიციაში დააჯეროს.
„სააკაშვილმა ადვოკატები იმ საქმეს განარიდა, რომელიც აპრიორში წაგებულია. გავრცელებული ხმები იმის თაობაზე, რომ ეს თითქოს პიჯაკებს ეხება, სინამდვილეს არ შეესაბამება, რადგან მის მიმართ სერიოზული ბრალდებებია წაყენებული”, – განაცხადა ვოლსკიმ.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე მიმდინარე პროცესზე ადვოკატები აიცილა. მის ინტერესებს დღეიდან სახაზინო ადვოკატი დაიცავს.

banner
წინა სტატიაშითაღლითობის ბრალდებით 5 პირი დააკავეს
შემდეგი სტატიათბილისში საახალწლო გარევაჭრობისთვის ტერიტორიები გამოიყო