სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა დასტურდება

უკრაინის პროკურატურაში მუშაობას უახლოეს პერიოდში იურისტი გიზო უგულავა დაიწყებს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ უკრაინის საემიგრაციო სამსახური ადასტურებს. ჩამორთმევის მიზეზი კი ანკეტის შევსებისას არასწორი ინფორმაციის ჩაწერაა. სააკაშვილმა ჩაწერა, რომ არ იმყოფებოდა ძიების ქვეშ, უკრაინასა და მის ფარგლებს გარეთ, თუმცა ის ამ დროს საქართველოს სასამარტლოს მიერ დაუსწრებლად იყო გასამართლებული.

გადაწყვეტილება მიღებულია, მოქალაქეობის სესახებ კანონის მე2 პუნქტის მე-2/9 მუხლის საფუძველზე. საემიგრაციო სამსახურში, სააკაშვილის მოქალაქობის კანონიერების მოთხოვნის შესახებ განცხადება რადას დეპუტატმა ანდრეი ლოზოროვმა გააგზავნა. მაისში სააკაშვილმა განაცხადა, რომ შესაძლოა პოროშენკოს მისთვის ოქალაქეობა ჩამოერთვა.

banner
წინა სტატიაში94 მომხრე 5 წინააღმდეგი – პარლამენტმა საარჩევნო კოდექსზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
შემდეგი სტატიაპოროშენკოს მიერ ხელი მოეწერა საქართველოს ექსპრეზიდენტისათვის მოქალაქეობის ჩამორთმევის დოკუმენტს