სააკაშვილისთვის მიცემული ვადა იწურება- სპეცრაზმი აქციის მონაწილეების დაშლას ცდილობს

კიევში სპეცრაზმსა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკებებია. ვითარება ადგილზე ადგილობრივი დროისთ 6 საათზე დაიძაბა, მას შემდეგ რაც სპეცრაზმი კარვების ქალაქის დაშლას შეეცადა. სამართლდამცველებსა და აქციის მონაწილეებს რკინის ჯებირი ჰყოფთ. დაპირისპირებისას სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი და სავარაუდოდ რეზინის ტყვიები გამოიყენეს. ვრცელდება ინოფრმაცია, რომ არიან დაშავებულებიც, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

უკრაინის ხელისუფლების მიერ მიხეილ სააკაშვილისთვის მიცემული ვადა თბილისის დროით 11 საათზე იწურება. სავარაუდოდ ცოტა ხანში აქციაზე სიტყვით თავად სააკაშვილი გამოვა. ის პროკურატურის წინადადების მიღებას არ აპირებს. სამომავლო გეგმებზე სააკაშვილი იურისტებთან ერთად ერთ საათში ისაუბრებს.

banner
წინა სტატიაშიმკვლელობა კარალეთში- დაკავებულია 24 წლის ახალგაზრდა
შემდეგი სტატიასააპელაციო სასამართლო “ციანიდის საქმის” განხილვას იწყებს