სააკაშვილისა და მარგველაშვილის შეხვედრა 27 დეკემბერს გაიმართება

გორის სამხედრო ჰოსპიტალში საქართველოს მესამე და მეოთხე პრეზიდენტების შეხვედრა ხვალ, 27 დეკემბერს გაიმართება. მთავარი საკითხი, რაზეც მიხეილ სააკაშვილი და გიორგი მარგველაშვილი შეხვედრისას ისაუბრებენ, ეროვნულ თანხმობის იდეის გარშემო განვითარებული პროცესები იქნება.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ყოფილი პრეზიდენტების შეხვედრა მნიშვნელოვანია.

“ძალიან მნიშვნელოვანია ის რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი შეხვდება მის წინამორბედს. სამწუხაროა, რომ საპატიმროში შედგება ეს შეხვედრა, მაგრამ ვფიქრობ, მათ შორის საზოგადოებრივ აზრზე ზეგავლენის თვალსაზრისით ეს იქნება მნიშვნელოვანი შეხვედრა. ყველა აცხადებს მზადყოფნას, რომ მონაწილეობა მიიღოს ამ პროცესში, მათ შორის ნაციონალური მოძრაობა. რამდენად წარმატებული იქნება ეს პროცესი და რეალურად რა შედეგს მოიტანს, ეს ცხადია, ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, რომელიც მათ შორის არ ექვემდებარება არც სალომე ზურაბიშვილის კონტროლს და პირველ რიგში ეს არის ის პოლიტიკური განწყობა, რომელიც ექნება მმართველ პარტიას ამ პროცესთან მიმართებაში”, – თქვა პარლამენტის ფრაქცია “ლელო – პარტნიორობა საქართველოს” წევრმა, სალომე სამადაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე: ჩხოროწყუში გახარიას ცდუნებამ სძლია
შემდეგი სტატია“ქართული ოცნება” ამბობს, რომ ყველა ის ფუნქცია, რომელსაც ინსპექტორის სამსახური დღეს ახორციელებს, შენარჩუნებული იქნება