32.3 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 13, 2026
banner

“სააკაშვილისა და ხაბეიშვილის საეკლესიო თემებზე საუბარი სასაცილოდ არ ჰყოფნით, თავს იბანძებენ”- ირაკლი მელაშვილი

ანალიტიკოს ირაკლი მელაშვილის შეფასებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების, მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მცდელობა, ისაუბრონ საეკლესიო და რელიგიურ თემებზე, რათა კონსერვატიული ელექტორატი მოიზიდონ, „საცოდავი სანახაობაა“.

“საცოდავი სანახაობაა. ხელისუფლებას დავცინოდი, როდესაც ტრამპზე განცხადებებს აკეთებდნენ და შემდეგ ვაშინგტონში გზავნილებს აგზავნიდნენ, რომ „ნახეთ ჩვენ მხარს ვუჭერთ თქვენს იდეოლოგიას“, ახლა ოპოზიციიდან დაიწყეს იმავეს კეთება.

მიშამ და ხაბეიშვილმა რა განცხადებებიც არ უნდა აკეთონ, კონსერვატიულ და მორწმუნე ელექტორატს ვერ შემოაბრუნებენ. აქ შარლატანები არიან და აშშ ამას ხვდება და სააკაშვილისა და ხაბეიშვილის საეკლესიო თემებზე საუბარი, სასაცილოდ არ ჰყოფნით, თავს იბანძებენ. პოლიტიკაში რთულია, როცა წლების განმავლობაში მკაფიოდ ჩამოყალიბებული იმიჯი გადაამტვრიო“,_ განაცხადა მელაშვილმა გადაცემაში “რეზიუმე”.

banner
წინა სტატიაში“საკუთარ განაჩენს აწერენ ხელს, ეს მათი ციხეებით დასრულდება”- ირაკლი მელაშვილი მმართველ გუნდზე
შემდეგი სტატია“ეს ალიანსი თავიდანვე მკვდრად შობილი იყო, გაერთიანებით უფრო მეტი იკარგება” -ირაკლი მელაშვილი