სააკაშვილის უკრაინის პრეზიდენტის კაბინეტში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს – „მე კიევში ვაგრძელებ ჩემი მოვალეობის შესრულებას“

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის კაბინეტში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს:

„ამასობაში მე კიევში ვაგრძელებ ჩემი მოვალეობის შესრულებას. დღეს პრეზიდენტ ზელენსკისთან, მისი ადმინისტრაციის და პარლამენტის ხელმძღვანელობასთან მქონდა ვრცელი განხილვა ნაციონალური რეფორმების საბჭოს დღისწესრიგთან დაკავშირებით.

 

 

ეს კიდევ ხედია უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მეხუთე სართულიდან, ანუ ჩემი კაბინეტიდან, რომელიც ზელენსკის კაბინეტის ზემოთ არის და რომლიდანაც კიევის ულამაზესი ხედი იშლება“, – წერს სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია : უწყებათაშორისი კომისია დიდი ხანია ნდობის მატარებელი არ არის
შემდეგი სტატიავცდილობ ნერვებს არ ავყვე, დიდი ხანი დამჭირდება ფსიქიკის მოსაწესრიგებლად – თეონა ცხომელიძე