,,სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება,, აცხადებს რადას დეპუტატი

,,სააკაშვილის სიცოცხლეს პირდაპირი საფრთხე ემუქრებოდა და ახლაც ემუქრება. მას სასწრაფოდ დაცვა უნდა დაენიშნოს, რადგან ამაზეა დამოკიდებული უკრაინის სახელმწიფოს სტაბილურობა,, აცხადებს უკრაინის რადას დეპუტატი ,,რადიკალური პარტიიდან,, იგორ მოსიიჩუკი.


,,ის მოქმედი უკრაინელი პოლიტიკოსი არ არის, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. უკრაინის კონსტიტუციის 36 სტატიით, მას როგორც მოქალაქეობის არმქონე პირს, პოლიტიკური მოღვაწეობა არ შეუძლია. მას თეორიულად სასამართლოში შეუძლია დაიცვას თავისი მოქალაქეობა, რაც საეჭვოა, რადგან სარჩელებთან დაკავშირებული, რაღაც უცნაური გვერდის ავლა ხდება და ა.შ. მას არც საპრეზიდენტო და არც საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება არა აქვს. შესაბამისად ის ერთ-ერთი სამიზნეა, რადგან სასარგებლოს ხალხის გარკვეული ნდობით… ის ერთ-ერთი სამიზნეა ტერაქტის მოსაწყობად,, აცხადებს მოსიიჩუკი, რომელიც აღნიშნავს, რომ სააკაშვილის სიკვდილი, იმ ხალხისათვის იქნება მომგებიანი, ვისაც უკრაინის დესტაბილიზაცია აწყობს.
,,მე გავიგე, რომ სასამართლოში მან დაცვა მოითხოვა.. თუ ეს ასეა, მას სასწრაფოდ უნდა დაენიშნოს დაცვა, რადგან მისმა ლიკვიდაციამ ქვეყანაში შესაძლებელია აბსოლუტური ქაოსი გამოიწვიოს. საომარი პირობების გამო აქ რუსული სპეცსამსახურები მუშაობენ და ამას არ გამოვრიცხავ. ამასთანავე, იმ ბრბოში, რომელიც მას გარს ერტყმის აქციების დროს, გაუგებარია ვინ ვისზე მუშაობს… მართალია მისი მხარდამჭერების 90 პროცენტი გულწრფელი ადამიანები არიან, თუმცა არიან  არაგულწრფელებიც.  ფსონად არა მხოლოდ მისი სიცოცხლის შენარჩუნება დევს, არამედ  უკრაინის სახელმწიფოს სტაბილურობის საკითხი. მე მას როგორც ადამიანს პირველ რიგში ჯანმრთელობას ვუსურვებ,, განაცხადა რადას დეპუტატმა, რომელსაც მოცემულ მომენტში პრიორიტეტად სააკაშვილისთვის დაცვის დანიშვნა მიაჩნია.  აღსანიშნავია, რომ იგორ მოსიიჩუკსა და მიხეილ სააკაშვილს შორის არაერთხელ ყოფილა მწვავე დაპირისპირება, მათ შორის უკრაინული ტელეარხის პირდაპირ ეთერშიც.

banner
წინა სტატიაშიუკრაინელი დეპუტატი : გენპროკურორი იური ლუცენკო უნდა გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრომ აჭარაში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო