სააკაშვილის საქმის მოსამართლე – აღნიშნულ საქმეს ვიხილავთ უკვე 6 წლის განმავლობაში და არა 9 წლის განმავლობაში, როგორც ზოგჯერ ამბობენ ხოლმე

აღნიშნულ საქმეს ვიხილავთ უკვე 6 წლის განმავლობაში და არა 9 წლის განმავლობაში, როგორც ზოგჯერ ამბობენ ხოლმე, – ამის შესახებ დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში ბრალდებული საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმის განმხილველმა მოსამართლემ, ბადრი კოჭლამაზაშვილმა სასამართლო პროცესზე სააკაშვილისადმი მიმართვისას განაცხადა. როგორც მოსამართლემ აღნიშნა, 9 წლის წინ სააკაშვილი პრეზიდენტი იყო და მისი პრეზიდენტობისას ამ საქმის განხილვა არ მიმდინარეობდა.

„ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა დასრულებულია. აღნიშნულ საქმეს ვიხილავთ უკვე 6 წლის განმავლობაში და არა 9 წლის განმავლობაში, როგორც ზოგჯერ ამბობენ ხოლმე. 9 წლის განმავლობაში არ ვიხილავთ ამ საქმეს, ვინაიდან 9 წლის წინ ბატონი მიხეილ ამ ქვეყნის პრეზიდენტი იყო და ის პრეზიდენტობის პარალელურად არ იყო ბრალდებული“,- განაცხადა ბადრი კოჭლამაზაშვილმა.

banner
წინა სტატიაში3 საათით ადრე მომიყვანეს და სასამართლო 50 წუთის დაგვიანებით დაიწყო, თქვენ ეტყობა ბევრი დრო გაქვთ, მე არა – სააკაშვილი
შემდეგი სტატიასააკაშვილი – მე ახლა ვიმყოფები პუტინის ტყვეობაში, როდესაც ითხოვთ მეტ ბოდიშს და სინანულს, გაიგეთ, რა მდგომარეობაში ვარ