სააკაშვილის საქმე – კიევის სააპელაციო სასამართლოსთან ეროვნული გვარდიის მობილიზება ხდება

კიევის სააპელაციო სასამართლოსთან სამართალდამცავი ორგანოების ქვედანაყოფები არიან მობილიზებული. სასამართლოს პერიმეტრზე ნაციონალური გვარდიის და პოლიციის წარმომადგენლები არიან განლაგებული. სასამართლო დღეს მიხეილ სააკაშვილს საქმეს განიხილავს, რის გამოც სააკაშვილს უკრაინის უშიშროების სამსახურში დაკითხვაზე აღარ ელოდებიან. ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დაკითხვაზე ფიზიკურად ვერ გამოცხადდება, რადგან კიევის სააპელაციო სასამართლო მის წინააღმდეგ აღძრულ საქმესთან დაკავშირებით, უკრაინის გენერალური პროკურატურის საჩივარს განიხილავს.
სააპელაციო სასამართლომ უნდა განიხილოს პროკურატურის შუამდგომლობა. ბრალდების მხარემ გაასაჩივრა პეჩორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც არ დაკმაყოფილდა პროკურატურის მოთხოვნა, სააკაშვილისთვის შინაპატიმრობის შეფარდების შესახებ. სააკაშვილი და მისი ადვოკატები აცხადებენ, რომ განმხილველ მოსამართლეებს შორის არიან ადამიანები, რომლებმაც უკრაინის ამჟამინდელი გენერალური პროკურორი იური ლუცენკო გაასამართლეს. სწორედ ამიტომ, მათ დადებითი გადაწყვეტილების მიღების მოლოდინი არ აქვთ.სააპელაციო სასამართლოსთან შეკრებას გეგმავენ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებიც. მათ სასამართლოსთან მისვლისკენ ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა გუშინ მოუწოდა.

banner
წინა სტატიაშიპატიმრის მიმართ გულგრილობა – პროკურატურამ ქსნის N7 დაწესებულების ყოფილ დირექტორს ბრალი წარუდგინა
შემდეგი სტატიაშალვა ნათელაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრის