სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმეზე დაკავებული ოთხივე პირი ბრალს აღიარებს

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმეზე დაკავებულების – გიორგი ნარიმანიძის, ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიების წინასასამართლო სხდომა იმართება.

მოსამართლემ განსასჯელებს შეკითხვა დაუსვვა, აღიარებენ თუ არა ისინი ბრალს. თითოეულმა მათგანმა პროცესზე აღნიშნა, რომ ბრალს აღიარებს.

სხდომაზე მხარეებმა მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს და მოსამართლემ აღნიშნული მტკიცებულებები დასაშვებად ცნო.

ასევე, დღეს ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის საკითხი გადაისინჯა. პროკურატურამ სასამართლო სხდომაზე ოთხივე ბრალდებულის პატიმრობაში დატოვების თაობაზე იშუამდგომლა. სასამართლომ ოთხივე ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.

ბრალდებულებს – გიორგი ნარიმანიძეს, ელგუჯა ცომაიას, შალვა და ზურაბ წოწორიებს მძიმე დანაშაულის დაფარვას ედავებიან. ელგუჯა ცომაიას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს საზღვრის უკანონო გადმოკვეთაში დახმარებისთვის.

 

banner
წინა სტატიაშიგაკოჭეს, ვიღაცამ ყელში წაუჭირა ხელი და მოხსნეს საათი – ნიკა გვარამია სააკაშვილზე
შემდეგი სტატიათოლორაია უმრავლესობის წევრებს : თუ პრობლემა დაინახეთ, მე რატომ ვიგებ ამის შესახებ დღეს, კანონპროექტით?