“სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირებაზე საუბარი ნაადრევია”- საია-ს თავმჯდომარე

ამ მოცემულობით ჯერ ნაადრევია მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირებაზე საუბარი- განუცხადა ჟურნალისტებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა სულხან სალაძემ.

„როგორც ვიცით, საქართველოს ხელისუფლებას თავის დროზე ჰქონდა უკრაინული მხარისადმი მიმართვა გადმოცემასთან დაკავშირებით, თუმცა მაშინ ეს არ მოხდა. ის დოკუმენტაცია და ის მოცემულობა, რომელიც მაშინ იყო, პრინციპში გამორიცხავს მიხეილ სააკაშვილის საქართველოსთვის გადმოცემას. თუ რაიმე ახალი მტკიცებულებები არის, ჩვენთვის უცნობია და ამ თემაზე პროკურატურამ, სამართალდამცველებმა მეტი ინფორმაცია უნდა მოგვაწოდოს. ჩვენ როგორც ვიცით, უკრაინაში დავა სააკაშვილთან მიდის სულ სხვა საკითხებზე, რომელიც არ არის დაკავშირებული საქართველოში შესაძლო ჩადენილ დანაშაულთან. ასე რომ, ამ მოცემულობით ნაადრევია ჯერ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირებაზე საუბარი“, – განაცხადა სალაძემ.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილის სასამართლო პროცესი თბილისის დროით 12 საათისთვის დაიწყება
შემდეგი სტატიაპარლამენტში საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაზე კონფერენცია მიმდინარეობს