სააკაშვილის სამედიცინო დასკვნის მომზადებაში ამერიკელი სასამართლო სამედიცინო ექსპერტები ჩაერთვებიან – ხაჭაპურიძე

„მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დასკვნის მომზადებაში ამერიკელი სასამართლო სამედიცინო ექსპერტები ჩაერთვებიან“, – ამის შესახებ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა.

მისი თქმით, გამოცდილი და გავლენიანი საექსპერტო ჯგუფი რამდენიმე დღეში საქართველოში ჩამოვა და მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას პირადად გაეცნობიან.

„ერთ კვირაზე მეტია მოლაპარაკებები მიმდინარეობდა ამერიკაში, კომპანია აკერმანთნ, რომელიც გახლავთ რეიტინგებით მე-7 კომპანია. მათ გამოყვეს ექსპერტთა ჯგუფი, ჩვენგან მოითხოვეს ავადმყოფობის ისტორიები. ამ ხალხმა უნდა ჩაატაროს ორი ტიპის სამუშაო, ერთი, უნდა ჩაატარონ საქართველოში ბატონ მიხეილ სააკაშვილთან სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, მეორე, უნდა დადონ სამართლებრივი დასკვნა ზოგადად ბატონ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან, რა არის, როგორი შეფასებებია, რა პრაქტიკები არსებობს“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი.

banner
წინა სტატიაშიბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მეთაური აცხადებს, რომ უკრაინასთან ომში რუსეთის 50 ათასი მებრძოლი დაიღუპა ან დაშავდა
შემდეგი სტატიარუსეთს ომის დასრულება არ სურს – ზელენსკი