სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს საქართველოს ჯავახეთის პრობლემა მოგვარებული ჰქონდა

უკრაინაში აზერბაიჯანის ელჩი აზერ ხუდიევი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს საქართველოს ჯავახეთის პრობლემა მოგვარებული ჰქონდა. აღნიშნული განცხადება ელჩმა Front News International-თან კიევში გააკეთა.

“ჩვენ არანაირი პრეტენზიები და პრობლემები არ გვაქვს სხვა მეზობლებთან. ერთადერთი ჩვენი მეზობელი სომხეთია, რომელიც პრეტენზიებს გვიყენებს არა მხოლოდ ჩვენ, არამედ პერიოდულად საქართველოსაც, ჯავახეთზე, სადაც ისინი კომპაქტურად ცხოვრებენ, ამბობენ, რომ სომხეთის ნაწილი უნდა იყოს.

მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ეს საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა, მაშინ სააკაშვილმა შეუშალა ხელი კონფლიქტის წარმოქმნას. როგორც ახლა უჭერს მხარს მსოფლიო უკრაინას სეპარატიზმთან ბრძოლაში, ისევე რომ ემოქმედა ადრეც, არ იქნებოდა პრობლემა არც დნესტრისპირეთში, არც ე.წ. სამხრეთ ოსეთში და არც თავად უკრაინაში.

სეპარატიზმის გამოვლინების აღმოსაფხვრელად რადიკალური ზომების მიღებაა საჭირო”, – განაცხადა ელჩმა.

banner
წინა სტატიაში,,ამირან რობაქიძის მკვლელობის ადგილი მთლიანად გაყალბებულია, ვაცხადებ, რომ მეც ჩავიდინე დანაშაული და მივიღე მონაწილეობა შემთხვევის ადგილის გაყალბებაში”
შემდეგი სტატიაფაროსანასთან ბრძოლის 2018 წლის გეგმა დამტკიცდა