20.9 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

სააკაშვილის ფოტო შარმანაშვილის კაბინეტში – “ოცნების” დეპუტატი განმარტებას აკეთებს

გიორგი გახარიას გუნდი “ოცნების” დეპუტატს, თენგიზ შარმანაშვილს წლების წინ, მის კაბინეტში დაკიდებულ მიხეილ სააკაშვილის ფოტოს ახსენებს – საქმე ეხება იმ პერიოდს, როცა წინა ხელისუფლების დროს შარმანაშვილი ელჩად იყო დასაქმებული.

“ოცნების” წევრი “პირველებთან” განმარტავს, რომ მაშინდელი პროტოკოლით, საგარეოს საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, ყველა კაბინეტში იყო მიხეილ სააკაშვილის ფოტო და მისი ჩამოხსნის უფლება არავის ჰქონდა.

“მე ვიყავი არაპოლიტიკური თანამდებობის პირი, 900 ჯერ განვმარტე და ბევრი გაუნათლებელი ამას ვერ ხვდება  – უთხრა შარმანაშვილმა “პირველებს”.

banner
წინა სტატიაში“ბარემ დამხვრიტეთ” – ალეკო ელისაშვილს სასამართლოზე განცხადების გაკეთების უფლება არ მისცეს
შემდეგი სტატიაგიორგი შარაშიძე: ბოიკოტისტები როდის რას გააკეთებენ, მათი გადასაწყვეტია, მაგრამ მათგან რაიმე სასიკეთოს არ ველოდები, რაც შეიძლება 26 მაისს მოხდეს