სააკაშვილის პირველი კომენტარი უკრაინის პრეზიდენტობაზე

სააკაშვილის პირველი კომენტარი უკრაინის პრეზიდენტობაზე

ოდესის გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებს შეკითხვაზე, აპირებს თუ არა უკრაინის პრეზიდენტობაზე კენჭი იყაროს, განუცხადა, რომ “ყველაზე საშინელ სიზმარშიც კი ვერ წარმოიდგენს ამას”.

გუშინ უკრაინის შს მინისტრმა არსენ ავაკოვმა თქვა, რომ სააკაშვილი პოროშენკოს ოპოზიციაში გადავიდა.
ამასთანავე, მინისტრმა მას და სააკაშვილს შორის 14 დეკემბერს მომხდარი ინციდენტი გაიხსენა, რომლის დროსაც ავაკოვმა სააკაშვილს წყლიანი ჭიქა ესროლა.

“სააკაშვილი რამდენიმე დღით ადრე, სანამ სახალხოდ მიწოდა ქურდი და საპასუხოდ ჩემგან ჭიქა წყალი მიიღო, ჩემს კაბინეტში იჯდა და მთავაზობდა: “მოდი, შევთანხმდეთ, მოდი, შენ იყავი პრემიერი, მე კი პირველი ვიცე-პრემიერი.” მე ვკითხე, რატომ მე მეთქი და მიპასუხა, “ვთვლი, რომ პრემიერი სახალხო ფრონტის წარმომადგენელი უნდა იყოს, ან ტურჩილოვი, ან შენ, ან სხვა ყველაზე წარმატებული მინისტრი” – განაცხადა ავაკოვმა.

banner
წინა სტატიაშიჟირინოვსკი: თუკი თურქები შევლენ სირიაში, ქურთისტანი სასწრაფოდ უნდა ვაღიაროთ
შემდეგი სტატიავასილ პაპავა: „პრო-თურქული“ ან „პრო-რუსული“ განცხადებებისგან თავის შეკავება გვმართებს”