სააკაშვილის პირადი ექიმი – თუ ვერ შევალ და ავადმყოფს ვერ ვნახავ, მაშინ რისი პირადი ექიმი ვარ

თუ ვერ შევალ და ავადმყოფს ვერ ვნახავ, მაშინ რისი პირადი ექიმი ვარ, ვერ გავიგე. მანამდე საშუალება მქონდა შევსულიყავი, როცა მინდოდა, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა გორის სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორის მალხაზ ურთქმელიძის განცხადებას, რომლის თანახმადაც, სააკაშვილთან ვიზიტებისთვის შესვლის დრო იზღუდება.

„არ ვიცი, ასეთი შეზღუდვების მიღების უფლება რამდენად აქვს გორის ჰოსპიტლის ადმინისტრაციას. თუ ვერ შევალ და ავადმყოფს ვერ ვნახავ, მაშინ, რისი პირადი ექიმი ვარ, ვერ გავიგე. მანამდე საშუალება მქონდა შევსულიყავი, როცა მინოდა. არ მქონდა შეზღუდული საათები. რუსთავის ციხეში ნამდვილად არ მქონდა შეზღუდვები, მაგრამ გლდანის ციხეში კი, ერთი- ორჯერ არ შეგვიშვეს. ეს კი, სრულიად ახალი რაღაც არის”, – აცხადებს ნიკოლოზ ყიფშიძე.

რაც შეეხება ჰოსპიტლის ექიმის, ნინო გოგორიშვილის განცხადებას, რომელიც მან მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით გააკეთა, ნიკოლოზ ყიფშიძის აზრით, გოგორიშვილმა თქვა, ის, რაც თქვა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ.

„არ მინდა სპეკულაციებში შევიდე, მაგრამ როცა ვნახე ეს ქალბატონი კამერების წინ, ადამიანურად ძალიან დამწყდა გული”, – განაცხადა ყიფშიძემ.

რაც შეხება სააკაშვილის მდგომარეობას, ყიფშიძის თქმით, მას არ უნახავს პაციენტი, „მაგრამ სიტუაცია ალბათ ბევრად დამძიმებულია”.

წინა სტატიაშინიკა მელია: ექიმ გოგორიშვილს ისე შეაცვლევინეს პოზიცია, სსრკ გაგახსენდებოდა!
შემდეგი სტატიააშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში: საქართველოს ხელისუფლება, ნაბიჯ-ნაბიჯ ასუსტებს საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებს