სააკაშვილის პირადი ექიმი: შესაძლოა, ზოგიერთმა ექიმმა გასინჯოს

მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, ექიმთა კონსილიუმს, რომელიც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას შეისწავლის, ადვოკატები სავარაუდოდ არ დაესწრებიან. ამის შესახებ ყიფშიძემ ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილთან ციხეში შესვლამდე განუცხადა.

„კონსილიუმს ადვოკატები, მე მგონი, არ დაესწრებიან. მარტო ექიმები იქნებიან და რამდენადაც ვიცი, უკვე დაიწყო კონსილიუმი…ჯერ გადაწყდება რა მდგომარეობაშია, უნდა შევჯერდეთ. დღეს იქნება ანალიზების, კვლევების შეფასება და ასევე შეიძლება ზოგიერთმა ექიმმა გასინჯოს”, – განაცხადა ყიფშიძემ.

კითხვაზე, როგორია სააკაშვილის პირადი ექიმის პოზიცია, უნდა გადაიყვანონ თუ არა ყოფილი პრეზიდენტი კლინიკაში, ექიმი პასუხობს, რომ დღეს ჯერ არ უნახავს პაციენტი და ამაზე ვერაფერს იტყვის.

 

banner
წინა სტატიაშიBees Airline ოდესა-თბილისი-ოდესის მიმართულებით ფრენებს იწყებს
შემდეგი სტატიაქადაგიშვილი: მიხეილ სააკაშვილი არის ის ავანტიურისტი, რომელსაც ყველა მართავს საქართველოს წინააღმდეგ და ამას უნდა მიხვდეს პოლიტიკური კლასიც