სააკაშვილის პირადი ექიმი – მორალურად თავს კარგად გრძნობს, მაგრამ უჭირს სიარული

მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის ინფორმაციით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარებასთან დაკავშირებით ექიმთა კონსილიუმის მოწვევა შესაძლოა სამშაბათზე ადრე გახდეს საჭირო, რადგან მისი თქმით, სააკაშვილი მორალურად თავს კარგად გრძნობს, მაგრამ უჭირს სიარული, აქვს სისუსტე და სახეზე უფერულობა.

ექიმის განცხადებით, კონსილიუმის წევრმა ექიმებმა უნდა დააფიქსირონ საკუთარი მოსაზრება საჭიროა თუ არა სააკაშვილის ჰოსპიტალში გადაყვანა და როგორ შეიძლება გაგრძელდეს მისი მკურნალობა.

banner
წინა სტატიაშიმსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 241 მილიონს გადააჭარბა, გარდაცვლილია 4.9 მილიონზე მეტი ადამიანი
შემდეგი სტატიასაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 42 პაციენტი გარდაიცვალა