სააკაშვილის პერიოდის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ფინანსთა მინისტრად განიხილება

ახალ მინისტრთა კაბინეტში ფინანსთა მინისტრის ვაკანტურ პოსტზე უკვე დასახელდა ამერიკაში მცხოვრები ქართველი ეკონომისტი დავით ამაღლობელი. კულუარებში საუბრობენ რომ ამაღლობელმა მამუკა ბახტაძისგან შეთავაზება უკვე მიიღო. სანამ საბოლოოდ გადაწყდება მისი მინისტრის პოსტზე დამტკიცების საკითხი ,,თაიმერმა” ამაღლობელის ბიოგრაფიას გადახედა.
42 წლის დავით ამაღლობელმა თსუ-ს ეკონომიკის ფაკულტეტი დაამთავრა.
2001 წელს კი – ორეგონის სახელმწიფო უნივერსიტეტის (აშშ) ეკონომიკის ფაკულტეტი. არის ეკონომიკურ მეცნიერებათა მაგისტრი.

ამაღლობელის კარიერა საქართველოში ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს დაიწყო.
2001 წელს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროში, სამმართველოს უფროსად დაინიშნა. 2002-2003 წლებში იგი საქმიანობას განაგრძობს სიღარიბის შემცირებისა და ეკონომიკური ზრდის პროგრამის მონეტარული და ფისკალური საკითხების ქვეკომისიაში, ეროვნულ ექსპერტად.

2004 წლის იანვრიდან დავით ამაღლობელი მუშაობას განაგრძობს საერთაშორისო სავალუტო ფონდის საქართველოს წარმომადგენლობაში, ფისკალურ ექსპერტად, იმავე წელს კი ინიშნება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილედ.

2005 წლის მარტიდან 2009 წლის ნოემბრამდე დავით ამაღლობელს ეკავა საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა, 2007 წლის ოქტომბრიდან 2009 წლის თებერვლამდე იგი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებდა.

banner
წინა სტატიაშისოფელ ხურჩაში ოკუპაციის მუზეუმი გაიხსნა
შემდეგი სტატიასერგი კაპანაძე პროკურორს – აშკარად ვხედავ, რომ მოსული სტუმრები ცდილობენ გვერდი აუარონ პასუხებს