სააკაშვილის პარტიის აქტივისტები არ წყნარდებიან – კარასინი

რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის, ფედერალური საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი, გრიგორი კარასინი რუსი ტურისტების საკრუიზო გემის საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციას გამოეხმაურა.

“სააკაშვილის პარტიის აქტივისტები არ წყნარდებიან. რუსეთისა და რუსების მიმართ სიძულვილის ბაცილა, რომელიც მან [სააკაშვილმა] დანერგა, ცოცხალია. ის ზოგჯერ გაქრობის პირასაა, შემდეგ კი ისევ თავიდან ჩნდება. საინტერესოა, რას მიაღწიეს მყვირალა-სააკაშვილებმა ბათუმში ჩვენივე ლაინერით ჩამოსული ტურისტების წინააღმდეგ აქციით? ვის უშლის ხელს რუსეთთან მშვიდი ურთიერთობების დამყარება? პასუხი ნათელია. მაგრამ მაინც”. – წერს კარასინი ტელეგრამ-არხზე.

banner
წინა სტატიაშიჩინეთის ახლად გამოჩეკილი „ექსპერტები“ თუ ვერ ხვდებიან, რა მნიშვნელობა აქვს სტრატეგიულ ურთიერთობას, გამოსაჩენი არ არიან არც პოლიტიკაში და არც საექსპერტო წრეებში – პაპუაშვილი
შემდეგი სტატიარუსი ტურისტების შემოსვლაზე აშშ-ს ელჩის განცხადება მანიპულაციაა – პაპუაშვილი