სააკაშვილის პარტია და ეროვნული გვარდია აქციაზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

დღეს, 27 თებერვალს კიევის ცენტრში ოდესის ყოფილი გუბერნატორის, უკრაინელი ოპოზიციონერის, მიხეილ სააკაშვილის მომხრეებსა და ევროვნულ გვარდიას შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. როგორც უკრაინის პარლამენტის წევრმა ანტონ გერაშენკომ განაცხადა, პროვოკაცია სააკაშვილის ორგანიზებული იყო, აქციის მონაწილეები შეეცადნენ მანქანის საბურავებისთვის ცეცხლი მოეკიდებინათ, რომლის გაკეთების საშუალებმა ძალოვანებმა მათ არ მისცეს, რამაც სიტუაცია დაძაბა – წერს დეპუტატი, რომელსაც თავის მხრივ, მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა. სააკაშვილის თქმით, აქცია მისგან დამოუკიდებლად იყო ორგანიზებული, “გერაშენკო კი, ისევე, როგორც მისი პატრონები, ავაკოვი (შს მინისტრი) და პოროშენკო, ამაზრზენი მატყუარები არიან” – “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე დაწერა სააკაშვილმა.

აქციას შეუერთდნენ ნაციონალისტური მოძრაობა “გამანთავისუფლებელი მოძრაობის” წევრები, რომლებმაც პოროშენკოსა და რადას სპიკერის, ანდრეი პარუბის გადადგომა მოითხოვეს.
აქციაზე მომხდარი დაპირისპირების შედეგად ათამდე ადამიანია დაშავებული, მათ შორის, ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები.

banner
წინა სტატიაშიმოსწავლეების მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი თვითმხილველი დაიკითხება
შემდეგი სტატიავახტანგ ყოლბაია განცხადებას ავრცელებს