სააკაშვილის ოფისის ხელმძღვანელი – შემიძლია დავადასტურო, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოშია

მიხეილ სააკაშვილი ახლა საქართველოში იმყოფება. მე როგორც მისი ოფისის ხელმძღვანელი ეს შემიძლია დავადასტურო – აცხადებს “მიხეილ სააკაშვილი – უკრაინას,, ხელმძღვანელი მარია ბარაბაშ “მთავართან” სატელეფონო ინტერვიუში.

მან სულ ცოტა ხნის წინ დაწერა ამის შესახებ პოსტი ფეისბუქზე და მეც შემიძლია ეს ინფორმაცია დავადასტურო.

– ჩემი ინფორმაციით გუშინ დატოვა კიევი. სამი დღის წინ მან შეკრიბა გუნდი და გვითხრა რომ საქართველოში მიდიოდა, რადგან ახლა გარდამტეხი მომენტია ქვეყნისთვის, როცა არჩევანი ევროპასა და წარსულსა და რუსეთს შორის არის
გვითხრა რომ უნდა წავიდეს რადგან ახლა მნიშვნელოვანი რეფერენდუმია და უნდა ჩავიდეს.” ამბობს ის.

https://youtu.be/xMzR2d0qYVI

banner
წინა სტატიაშიხოშტარია სააკაშვილზე – თუ შემოსულია, ჩამოშლილია “ოცნება”
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი ბათუმში ყოფნის ამსახველ კიდევ ერთ ვიდეოს აქვეყნებს (ვიდეო)