სააკაშვილის მხარდამჭერი – მიხეილ სააკაშვილს საქართველოში დავაბრუნებთ

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge მარტი 3, 2019 17:44

სააკაშვილის მხარდამჭერი – მიხეილ სააკაშვილს საქართველოში დავაბრუნებთ

მიხეილ სააკაშვილს დავაბრუნებთ, – ამის შესახებ რომში, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის დაწყებამდე ერთ-ერთმა მხარდამჭერმა განაცხადა.

„საქართველო მიწასთან არის გასწორებული და სააკაშვილი, რა თქმა უნდა, საქართველოში წამოვა. მე ვიბრძვი ერისთვის, ჩემი სიცოცხლე რად მინდა, მთავარია მომავალი თაობა იყოს კარგად. ემიგრანტები რომ ეტყვიან, საქართველოში წამოვა. მის წინააღმდეგ აღძრული საქმეები დაიხურება, პრობლემა არ არის“,- აღნიშნა ერთ-ერთმა ემიგრანტმა.

მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებს რომში სასტუმრო „პალაცო ნაიადოში” ხვდება. შეხვედრა მოძრაობა „ერთად სახლშის” ორგანიზებით იმართება.

როგორც ჟურნალისტებს ემიგრანტების ნაწილმა განუცხადა, მიუხედავად იმისა, რომ რეგისტრაცია გაიარეს, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე არ შეუშვეს. აქციის მონაწილეების თქმით, სააკაშვილის მმართველობის პერიოდთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები აქვთ.

სააკაშვილისა და მისი მხარდამჭერების შეხვედრაზე დასწრების საშუალება არ მისცეს არც ჟურნალისტებს. ორგანიზატორმა გიორგი სიგუამ თავდაპირველად განაცხადა, რომ აკრედიტებული ჟურნალისტები შეხვედრას დაესწრებოდნენ, თუმცა მოგვიანებით მედიის წარმომადგენლებს უთხრა, რომ შეხვედრას ვერ დაესწრებოდნენ. სასტუმროს შენობაში მხოლოდ კამერები შეუშვეს.

შეგახსენებთ, 10 თებერვალს მოძრაობა „ერთად სახლშის“ ორგანიზებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებს ბელგიის ქალაქ ლიეჟში შეხვდა.

1tv.ge

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge მარტი 3, 2019 17:44

გამოკითხვა

ზუგდიდის მერობის არჩევნებში რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს?

  • სანდრა რულოვსი (66%, 1 551 ხმა)
  • გიორგი (გეგა) შენგელია (26%, 615 ხმა)
  • ზვიად სიჭინავა (4%, 103 ხმა)
  • თენგო ჯგუშია (3%, 81 ხმა)

ხმები სულ: 2 350

Google სტატისტიკა


10,223
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics