14.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, სექტემბერი 9, 2026
banner

სააკაშვილი: რა ბინძური სალანძღავი სიტყვები არ ისროლეს “ოპოზიციონერებმა” ჩემი მისამართით ამ დღეებში

რა ბინძური სალანძღავი სიტყვები არ ისროლეს “ოპოზიციონერებმა” ჩემი მისამართით ამ დღეებში,- წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან გამოგზავნილ წერილში, რომელიც მის Facebook-გვერდზე ვრცელდება.

,,დააკვირდით რომ მიახლოებითაც კი ვერ უბედავენ იმავეს ივანიშვილს, თან ძალიან სასაცილოა, რომ ილანძღებიან და შემდეგ საკუთარ გვერდს კეტავენ კომენტარებისთვის, იციან რა ხალხის რეაქცია “თქვა მან და ბუჩქებში გაუჩინარდა”, რაც მაფიქრებინებს, რომ ესენი ამას იძახიან არა იმდენად ხალხის, არამედ ერთი კაცის გასაგონად.

მიუხედავად ყველაფრისა, მე არ ვარ მათზე გაბრაზებული, უბრალოდ ძალიან იმედგაცრუებული ვარ. თუმცა არავის ვაპატიებ მინიშნებასაც კი აფხაზეთის დათმობაზე, რა უფლება გვაქვს მომავალი თაობების ნაცვლად ასეთი გადაწყვეტილების მიღების? თუ კარგად წაიკითხავთ ყველა ჩემს გამონათქვამს, ნახავთ რომ არასდროს არცერთი სალანძღავი სიტყვა არ დამცდენია, მხოლოდ იმის თქმა მსურს რომ ამ კონკრეტულ “მოღვაწეებთან” ერთად ბრძოლაში წასვლა საშიშია, ვინაიდან ეს დამარცხების რეპეტიციაა. ეს გამოცდილება უნდა გავითვალისწინოთ.

ხოლო ყველა ნამდვილ მებრძოლს და პატრიოტს სრული ერთიანობა გვმართებს ამ დიდი ძნელბედობის ჟამს. პარტიები საერთოდ აღარაა აქტუალური, ყოფნა-არ ყოფნის, ამ მასშტაბის, გამოწვევის წინაშე”,- წერს მიხეილ სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაშიმოგიყვებით სიმართლეს: ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე
შემდეგი სტატიააშშ თავის ყველა მოკავშირეს ეტყვის, ან ჩვენთან ხართ, ან ჩვენ წინააღმდეგ- სკოტ ბესენტი