სააკაშვილის მიმართვა მოშიმშილეებს: ეს იმეორებს მსოფლიოს ისტორიაში შესულ მაჰათმა განდის შიმშილობას, რომელმაც დაამარცხა იმპერია

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ციხიდან კიდევ ერთ წერილს ავრცელებს, რომლითაც ზუგდიდისა და რუსთავის საკრებულოს მოშიმშილე წევრებს, ასევე პაატა ბურჭულაძესა და მეუფე იოსებს მიმართავს.

ის მოშიმშილეებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

“მივესალმები ზუგდიდის და რუსთავის საკრებულოს მოშიმშილე წევრებს, რომლებიც შეუერთდნენ საქართველოს პარლამენტის წევრებს სოლიდარობის უმაღლეს აქტში – შიმშილობაში. ეს იმეორებს მსოფლიოს ისტორიაში შესულ მაჰათმა განდის შიმშილობას, რომელმაც დაამარცხა იმპერია და გაათავისუფლა საკუთარი ქვეყანა.

ახლა შევიტყვე, რომ საქართველოს ეროვნული საგანძური, პაატა ბურჭულაძე იწყებს სოლიდარობის შიმშილობას. პიროვნებას, რომელიც ამასწინად ჩემს მიერ აშენებულ ქუთაისის ოპერაში არ შეუშვეს, უხდება შიმშილობაში ჩართვა – ეს სამარცხვინოა. მეორეს მხრივ – ეს არის კეთილშობილების და დიდბუნევნობის უმაღლესი აქტი. და ბოლოს, მადლობა ძალიან კეთილშობილ და უწესიერეს შემოქმედის მიტროპოლიტს, იოსებს, მხარდაჭერისთვის. მინდა თქვენს მოწოდებაზე გიპასუხოთ, რომ მეუფეო, ძალიან ბევრს ვლოცულობ ჩემი სამშობლოსთვის და მისი და ჩემი თავისუფლებისთვის”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაშისტოლტენბერგი: რიგის მინისტერიალზე კიდევ ერთხელ დავადასტურებთ ძლიერ მხარდაჭერას საქართველოსა და უკრაინის მიმართ
შემდეგი სტატიამართვის მოწმობის მისაღებად გამოცდის რეალურ საგზაო მოძრაობის პირობებში ჩაბარება 2022 წლის 25 აპრილიდან სავალდებულო იქნება