„სააკაშვილის მიერ უკრაინაში წაყვანილი ახალგაზრდები,ვითომ ახალი სახეები, ფინალში ისევ ოქრიაშვილებად, ჩოჩელებად, ხაბულიანებად გადაიქცნენ“

„სააკაშვილის მიერ უკრაინაში წაყვანილი ახალგაზრდები,ვითომ ახალი სახეები, ფინალში ისევ ოქრიაშვილებად, ჩოჩელებად, ხაბულიანებად გადაიქცნენ.“ – ასე აფასებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას ლიდერი, დავით ჭიჭინაძე, კახა ოქრიაშვილის პარტიის გაერთიანებას გაერთიანებულ ოპოზიციასთან.

 „ნაციონალებში“ ბოლო დროს, ბევრი ისეთი ლიდერი გამოიკვეთა, ვისაც პარტიის სახის შეცვლა რეალურად შეუძლია. ეს კი სააკაშვილისთვისაა ყველაზე დიდი ხიფათი, რადგან შესაძლოა მთავარი „ნაციონალის“ და მთავარი ოპოზიციონერის ტიტული დაკარგოს.
თუნდაც გლდანში ნიკა მელიას გამარჯვების შემთხვევაში, „ნაცებში“ ახალი გამარჯვებული ლიდერი ჩნდება. ამიტომ ვფიქრობ, რომ ის ნაბიჯებიც რაც იდგმება, ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ „ნაცებმა“ ახალი ლიდერი არ შეიძინონ. თუნდაც სად არის ის 500 ახალგაზრდა, ვითომ ახალ სახეებად რომ ზრდიდა სააკაშვილი და უკრაინაშიც კი ჩაიყვანა? მათ მაგივრად ფინალში ისევ ოქრიაშვილები, ჩოჩელები, ხაბულიანები მივიღეთ, ადამიანები, ვინც სწორედ „ნაციონალების“ დროს გამდიდრდნენ ყველაზე მეტად და ვინც მათ აფინანსებდა.“ – აცხადებს დავით ჭიჭინაძე

banner
წინა სტატიაში“არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ არჩევნები დაკვირვების გარეშე ჩაივლის”
შემდეგი სტატიათბილისში, ფილარმონიასთან აფეთქება მოხდა