სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის საქმის პროკურორი: ამ ეტაპზე ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმებაზე საუბარი არ მიმდინარეობს

მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმის პროკურორის ლევან ვეფხვაძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ბრალდებულებთან საპროცედურო შეთანხმების გაფორმებაზე საუბარი არ მიმდინარეობს.

,,დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდებული მიხეილ სააკაშვილის გამოცხადებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ის საქართველოში საზღვრის უკანონო კვეთით შემოვიდა და ჩაიდინა დანაშაულებრივი ქმედება.

სასამართლო პროცესზე დაიკითხა ელგუჯა ცომაია, რომელმაც დეტალურად განმარტა ვინ სთხოვა დახმარება იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი უკანონოდ შემოეყვანა სახელმწიფო საზღვარზე. დაცვის მხარემ მტკიცებულებები უდავოდ გახადა, რაც ნიშნავს, რომ აღარ მოხდება სხვა მოწმეების დაკითხვა.

ბრალდებულის აღიარება და ჩვენების მიცემისას გამოძიებასთან თანამშრომლობა წარმოადგენს სასჯელის დანიშვნისას შემამსუბუქებელ გარემოებას, რაც ვრცელდება როგორც ელგუჯა ცომაიაზე, ასევე მიხეილ სააკაშვილზეც. ამ ეტაპზე ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმებაზე საუბარი არ მიმდინარეობს”, – აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.

პროკურორი ლევან ვეფხვაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს თავის სიტყვაში საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე არ უსაუბრია, რაც ,,ნათელი მტკიცებულებაა იმისა, რომ დანაშაული უტყუარი მტკიცებულებებით არის დადასტურებული”.

banner
წინა სტატიაშიალასანია: ჯანმრთელობა ისეთ მდგომარეობაშია, რომ 6 წელი კი არა, 6 თვეც ძალიან ბევრია
შემდეგი სტატიაილია ელოშვილი – უფასო სასადილოების მუშაობის შეწყვეტაზე ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და არც კვების წესები იცვლება