სააკაშვილის მდგომარეობა გაუარესდა

სამედიცინო დარგობრივი ასოციაციის პრეზიდენტი “ვივა-მედის” ადმინისტრაციასთან შეხვედრას ითხოვს. ირკვევა, რომ მიხეილ სააკაშვილის პალატის შეცვლის შემდეგ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია. საგანგაშოდ დაბალია სატურაცია და აღენიშნება ზოგადი სისუსტეც. ექიმები ამბობენ, რომ ორგანიზმი ჟანგბადით შიმშილს განიცდის, რაც სწრაფ რეაგირებას საჭიროებს.

სხვა პალატაში გადაყვანიდან მეორე დღესვე მას სატურაციის მაჩვენებელი შეეცვალა, არის უფრო დაბალი, ვიდრე მას ჰქონდა ადრე და არის ნორმაზე უფრო დაბალი. ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანი სასიცოცხლო პარამეტრია და გრძელდება თვენახევრის განმავლობაში, მას მოსდევს სიმპტომები ძილიანობა, საერთო სისუსტე, ჰაერის უკმარისობა და ასხვა სიმპტომები, რომელიც დამახასიათებელია ამ სატურაციისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რა გამოიწვია ასეთი დაბალი სატურაცია, რა მკურნალობა ჩაუტარდა და რატომ ვერ გამოსწორდა თვენახევრის განმავლობაში ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პარამეტრი, – განაცხადა მანანა ჯებაშვილმა.

მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით კლინიკა “ვივა-მედს” ჯერჯერობით განცხადება არ გაუკეთებია.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია: ივანიშვილმა საოკუპაციო ზოლთან სცადა ღირსება აეყარა ჩვენთვის
შემდეგი სტატია“სამარცხვინო” – გიგი წერეთელი ივანიშვილის განცხადებაზე