სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ პოლიტიკური განცხადებების გაკეთება არ შეუძლია – ადვოკატი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება.

მისივე თქმით, სააკაშვილის პალატაში ტელევიზორი გაფუჭებულია.

„პოლიტიკაზე საუბარი, ზოგადად, ვერ შედგა, იმიტომ, რომ მისი ჯანმრთელობა, მე რასაც ვუყურებ, იმდენად მძიმეა, ფიზიკურად არ შეუძლია ამ წუთში რაიმე პოლიტიკური განცხადებები, პროგნოზები თუ შეფასებები გააკეთოს. ვიზუალურად რასაც ვხედავ, მისი ჯანმრთელობა არ უმჯობესდება, პირიქით, უარესდება.

ტელევიზორი გაფუჭებული აქვს, ინფორმაციას მხოლოდ მნახველებისგან იგებს“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.

banner
წინა სტატიაშითვალსაჩინოა ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია ახორციელებს – ბითაძე
შემდეგი სტატიადავუშვათ ჩაერთო საქართველო ომში, რას გააკეთებს ქართული ჯარი? მკვდარი მკვდარს აეკიდაო – ბარამიძე