სააკაშვილის გეგმა ექსპრეს-დაქორწინების შესახებ

სააკაშვილის გეგმა ექსპრეს-დაქორწინების შესახებ

7ოდესის გუბერნნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ოდესაში აპირებს ცენტრის გახსნას, სადაც 24 საათი შესაძლებელი იქნება ქორწინების გაფორმება – ამის შესახებ მან “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე დაწერა.
მან თქვა, რომ სადღეღამისო ცენტრში რიგები არ იქნება და ეს ხალხს პროცედურებს გაუადვილებს. მან ხაზი გაუსვა, რომ დღის და ღამის განმავლობაში ხელისმოწერის შესაძლებლობა, ქალაქში ტურისტებს მოიზიდავს. ასევე, მისივე ინფორმაციით, მომსახურება ექსპრეს-დაქორწინების შესახებ უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა უკვე დაამტკიცა და ის 1 აგვისტოდან ამოქმედდება.

banner
წინა სტატიაშივენესუელა აუცილებელი ნივთებისთვის კრედიტს მიიღებს
შემდეგი სტატიაოდესაში კანონიერი ქურდი დაიჭირეს