სააკაშვილის გათავისუფლების პეტიციას შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსებიც აწერს ხელს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას შემოქმედელი მიტორბოლიტი, მეუფე იოსებ კიკვაძეც აწერს ხელს. ინფორმაციას მსოფლიო საეკლესიო სიახლენი ავრცელებს.

დოკუმენტს ხელს ასევე აწერენ მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკ ხაჩიძე და ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი.

პეტიციას შეუერთდა დეკანოზი თამაზ ლომიზეც. მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკურად დევნიან და ხელისუფლების განცხადებები ამას ადასტურებს.

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას უკვე 26 000-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს.

banner
წინა სტატიაშიგაბელია ქართული დროშით – კვლავ ჩემპიონი და საუკეთესო ბომბარდირია
შემდეგი სტატიარეზოლუცია საქართველოზე – NATO-ს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას გმობს