“სააკაშვილის გათავისუფლებას გადაწყვეტს არა ივანიშვილის სასამართლო, არამედ ქართველი ხალხი”

“ნაციონალური მოძრაობის” აღმასრულებელმა მდივანმა კობა ნაყოფიამ გორის სამხედრო ჰოსპიტალში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მოინახულა.

შეხვედრის შემდეგ მან აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეს უახლოეს მომავალში დატოვებს და ამ საკითხს არა “ივანიშვილის სასამართლო”, არამედ ქართველი ხალხი გადაწყვეტს.

“მესამე პრეზიდენტი დამნაშავე არასდროს არ ყოფილა და ვერც იქნებოდა. ეს არის ჩვენი ქვეყნის, თანამედროვე ქართული სახელმწიფოს შემქმნელი პრეზიდენტი, ამიტომ მის განთავისუფლებას აუცილებლად გადაწყვიტავს არა ივანიშვილის სასამართლო, არა ქოც აქტივისტები, არა პროკურორები, არამედ ქართველი ხალხი”, – თქვა კობა ნაყოფიამ.

banner
წინა სტატიაშისალომე სამადაშვილმა მიხეილ სააკაშვილის გუშინდელი სასამართლო პროცესი პოლიტიკურ დევნად შეაფასა
შემდეგი სტატიაზარქუამ ბადრი ჯაფარიძეს მიმართა – 19 აპრილის შეთანხმების პირობებს შორის იყო, რომ მთელი ოპოზიცია შემოსულიყავით პარლამენტში