,,სააკაშვილის განცხადებიდან გამოჩნდა, რომ მათ არ აინტერესებთ ხალხის ნება, არც კანონის უზენაესობა და არც საერთაშორისო საზოგადოების აზრი”

მიხეილ სააკაშვილის განცხადებიდან კიდევ ერთხელ გამოჩნდა ის, რაც ძალიან კარგად ვიცოდით, მათ არ აინტერესებთ ქართველი ხალხის ნება, არც კანონის უზენაესობა, არც საერთაშორისო საზოგადოების აზრი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანია, ნებისმიერი არეულობის ფასად დაიბრუნონ დაძაბულობა, რასაც ვერ ეღირსებიან.

„კიდევ ერთხელ, დღეს საღამოს ისინი მწარედ წააგებენ არჩევნებს და ამაში კიდევ ერთხელ დარწმუნდება საზოგადოება, დარწმუნდებიან თვითონაც. მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა – ის, რასაც სააკაშვილი ამბობს, ის, რაც წეღან მოვისმინეთ ჩანაწერებში „ქართული ოცნების“ შტაბიდან, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მათი მიზანი არის არეულობა ამ ქვეყანაში, რასაც ვერ ეღირსებიან. როდესაც ლაპარაკია ძალების მობილიზებაზე, შეიძლება ვთქვათ, რომ ეს გარკვეულწილად კანონის ფარგლებში ჯდება, რაც შეიძლება მათ გააკეთონ, მაგრამ როდესაც ლაპარაკია, რომ ისინი გადაკეტავენ გვირაბებს, რომ მათ არ აინტერესებთ საერთაშორისო საზოგადოების აზრი, არ აინტერესებთ დამკვირვებლების აზრი, ამაში კარგად ჩანს მათი მიზანი, რომ რამენაირად მოაწყონ არეულობა და არეულობის გზით დაბრუნდეს ქვეყანაში. იმუქრება ყოველდღიურად, რომ დაბრუნდება, მაგრამ კარგად ვხედავთ, მოვუწოდებთ ბოლო ექვსი წელია ჩამოვიდეს, წარსდგეს სასამართლოს წინაშე, მაგრამ ამას ვერ ბედავს და ვერც გაბედავს. მაგრამ ადრე თუ გვიან მოუწევს სასამართლოს წინაშე წარდგომა“,- განაცხადა სოზარ სუბარმა.

banner
წინა სტატიაშინათია მეზვრიშვილი – მოვუწოდებთ ყველას, ნუ მოახდენთ სიტუაციის ესკალაციას, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის შესაბამისად
შემდეგი სტატია,,მოვუწოდებ ხელისუფლებას და ოპოზიციას, არ დაუშვან დესტაბილიზაცია!”-ნინო ბურჯანაძის მიმართვა (+ვიდეო)