სააკაშვილის განცხადებებს თარგმნა არ სჭირდება

სააკაშვილის განცხადებებს თარგმნა არ სჭირდება, მე მგონი ყველაფერი გასაგები იყო” – ასე შეაფასა ენმ-ის წევრმა ხატია დეკანოიძემ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე, რომელიც ვანო მერაბიშვილს ეხებოდა. კერძოდ, სააკაშვილმა მთავარის ეთერში თქვა, რომ მერაბიშვილის გადაცდომების გარეშე ივანიშვილს “ქვეყნის ხელში ჩაგდება” გაუძნელდებოდა.

“გასაგები იყო, რომ შეხვდება, დაელაპარაკება, ყველა შევხვდებით, ჩვეულებრივი პროცესია… ჯერ მთავარია, რომ დატოვოს სასჯელაღსრულების დაწესებულება” – ამბობს დეკანოიძე TV პირველის ეთერში.

კითხვაზე, რამდენად ეთიკურია, როცა მიხეილ სააკაშვილი მერაბიშვილის შეცდომებსა და გადაცდომებზე საუბრობს, დეკანოიძე პასუხობს, რომ წინა ხელისუფლების დროს მართლმსაჯულების სისტემა იდეალური არ ყოფილა.

“დიახ, მე არ ვფიქრობ, რომ იდეალური იყო მართლმსაჯულების სისტემა და თავისუფალი იყო ბოლომდე პოლიტიკური ინსტრუმენტებისგან, მათ შორის პოლიცია, იყო თემები, რომლებიც ძალიან მძიმე იყო საზოგადოებისთვის… ამაში ვერავითარ წინააღმდეგობას ვერ ვხედავ, რომ მართლაც დავინახოთ ის ხარვეზები, რომლებიც იყო” – თქვა დეკანოიძემ და აღნიშნა, რომ ვანო მერაბიშვილის გეგმები მისი გადასაწყვეტია.

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ყოფილი პრემიერმინისტრი, ვანო მერაბიშვილი სასჯელაღსულების მე-9 დაწესებულებას, ე.წ მატროსოვის ციხეს 20 თებერვალს დატოვებს. პატიმრობის ვადა მას სწორედ ამ დღეს ეწურება.

banner
წინა სტატიაშიდაკავებულია ქ. თბილისის მერიის ააიპ “მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო”-ს ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი
შემდეგი სტატიასაკრუიზო გემ „ბრილიანტის პრინცესაზე“ კორონავირუსის დამატებით 60 შემთხვევა დადასტურდა