,,სააკაშვილის განცხადება ქართველებისა და ებრაელების 26-საუკუნოვან ურთიერთობას შეურაცხყოფას აყენებს”

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, ისრაელიდან ჩამოსული პიარსპეციალისტის თაობაზე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადება ანტისემიტურია და ქართველებსა და ებრაელებს შორის არსებულ 26-საუკუნოვან ურთიერთობას შეურაცხყოფას აყენებს.

ეკა ბესელია აღნიშნავს, რომ პირველი განცხადება არ არის, როცა საზოგადოება სააკაშვილისგან სამარცხვინო შეფასებებს ისმენს.

„როგორც ადრე, ასევე ბოლო პერიოდში, მისი მხრიდან ასეთი სახის მარგალიტები ხშირად ისმის. ეს ძალიან დიდი სირცხვილია და მგონია, რომ ვინც მის მხარდამჭერებს წარმოადგენს, მკვეთრი განცხადებები უნდა გააკეთოს და განმარტოს, ასეთი გამონათქვამები რას ნიშნავს, რაც ანტისემიტური და შეურაცხმყოფელია. ეს ყველაფერი ელემენტარულ სტანდარტებსა და ნორმებს ეწინააღმდეება. ასეთ საკითხებზე დუმილი და სიჩუმე თანამონაწლეობაა მსგავსი გამონათქვამების შინაარსობრივი თვალსაზრისით“, – განაცხადა ბესელიამ.

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა პიარსპეციალისტის, მოშე კლუგჰაფტის შესახებ ისაუბრა და მას ებრაელი აფერისტი უწოდა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილის განცხადება არის ქართული ღირსებისა და ღირებულებების შეურაცხყოფა და მიუღებელია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისგან
შემდეგი სტატიასერგი კაპანაძე-ორი კვირაა ვცდილობთ, რომ სარალიძის საქმეზე პარლამენტმა გარკვეული ნაბიჯები გადადგას