უკრაინის პრეზიდენტისა და მინისტრთა კაბინეტისათვის ოდესის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის განცახდება ძალიან მოულოდნელი იყო – ამის შესახებ რადას დეპუტატმა პაველ რიზანენკომ განაცხადა.
“გარკვეულწილად, საზოგადოება ამას ელოდებოდა, მაგრამ პრეზიდენტისა და მინისტრთა კაბინეტისათვის ეს ძალიან მოულოდნელი იყო, იმიტომ, რომ ეს უკრაინულ ტრადიციებში არ ზის, როცა მხარის ხელმძღვანელი ან ვინმე სამინისტროდან, საკუთარი სურვილით მიდის თანამდებობიდან” – განაცხადა დეპუტატმა – “112 უკრაინა” წერს.შეგახსენებთ, რომ ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა გადადგომის შესახებ განცხადება გუშინ, 7 ნოემბერს გააკეთა.