სააკაშვილის ექსტრადირება შესაძლოა ნოემბერში განხორციელდეს

უკრაინის იუსტიცის მინისტრის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდნეტის და ოდესის ოლქის გუბერნატორის ექსტრადირების პროცედურების დასაწყებად, სამინისტრო პროკურატურისგან სრულ დოკუმენტებს ელოდება. ამის შესახებ განცხადება პაველ პეტრენკომ UNN- ისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
პეტრენკოს თქმით, საბოლოო დასკვნა სავარაუდოდ ნოემბრის ბოლომდე იქნება.

“ექსტრადიციის შემოწმება ხორციელდება პროკურატურის მიერ. ჩვენ გამოგვიგზავნეს მასალები. ამგვარი ინსპექტირების სავარაუდო პერიოდი ყოველთვის 60 დღეა, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს უფრო სწრაფად. ამავდროულად მიგრაციის სამსახური იხილავს და პოლიტიკურ თავშესაფრის განაცხადის საკითხს. ჩვენ ველოდებით მათ მოსაზრებას, ამის შემდეგ გადაწყვეტილებას მივიღებთ “, – განაცხადა მინისტრმა.

კითხვაზე როდის დაიწყება ექსტრადირების დოკუმენტების შესწავლა იუსტიციის სამინისტროს მიერ, პაველ პეტრენკომ განაცხადა, რომ ეს ნოემბრის ბოლოს მოხდება.
“ნოემბრის ბოლოს, მაგრამ ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ტიპის ინფორმაციას უზრუნველყოფს პროკურატურის მიგრაციის სამსახური. ეს არის საკითხი, სადაც დაცული უნდა იყოს ყველა სამართლებრივი პროცედურა.
მათ აქვთ დრო, ასეთ შემოწმება გრძელდება 60 დღის განმავლობაში. აქედან გამომდინარე, ჩვენ ველით. როგორცკი დასრულდება ექსტრადაციის შემოწმება, მაშინ სამართლებრივი ნაბიჯები იქნება გადადგმული,”-აცხადებს პაველ პეტრენკო.

banner
წინა სტატიაში“ქვეყანას, რომელიც ხვალ ან ზეგ ევროკავშირის წევრი უნდა გახდეს, ასეთი მოუწესრიგებლობა არ ეკადრებაო”
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე: „დაატერორეს ჟურნალისტები… ეს ამბავი კარგად არ დამთავრდება!“