„სააკაშვილის ჩამოსვლა-არ ჩამოსვლა არ ცვლის ჩვენი საზოგადოების ამოცანას, რომ ივანიშვილის რეჟიმი დამარცხდეს და დავუახლოვდეთ ჩვენს ისტორიულ მისიას“ – გიგა ბოკერია

„ჩამოვა თუ არა მიხეილ სააკაშვილი და ნებისმიერი სხვა ფიგურა, ან როდის ჩამოვა, ჩვენს ვალს არ ცვლის“ – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების მორიგ დაანონსებას.

„ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, ჩვენი გუნდისთვის და, ჩემი აზრით, მთლიანად საზოგადოებისთვის, არ იცვლება ამონაცა იმის მიხედვით, თუ რას გააკეთებს მიხეილ სააკაშვილი, ჩამოვა თუ არა. ამის მიღმა არის ის ეროვნული ამოცანა, რომ ივანიშვილის რეჟიმი დავამარცხოთ 2 ოქტომბრის არჩევნების გამოყენებით. ჩემი აზრით, ნებისმიერი სხვა საუბარი ბოლო ხუთი დღის განმავლობაში არის ამ ფოკუსის დაკარგვა. ჩამოვა თუ არა მიხეილ სააკაშვილი და ნებისმიერი სხვა ფიგურა, ან როდის ჩამოვა, ჩვენს ვალს არ ცვლის. ჩვენი ამოცანაა, მათი დარწმუნება, რომ მივიდნენ არჩევნებზე, ვინც ხედავს, ივანიშვილის რეჟიმი როგორი კატასტროფაა მისი მომავლისთვის და ყველასთვის, მაგრამ არის იმედგაცრუებული, რწმენა არ აქვს. ყველაფერი დანარჩენი არის ამის შემდეგ და ამის შემდეგ უნდა იყოს ვადამდელი არჩევნები. ჩვენი მორალური ვალია და სამართლებრივი და პოლიტიკური შესაძლებლობაა, რომ ეს პრობლემა გადავჭრათ და დავუახლოვდეთ ჩვენს ისტორიულ ამოცანას“, – განაცხადა ბოკერიამ

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ სოციალურ ქსელში საქართველოს მიმართულებით სამგზავრო ავია-ბილეთი გამოაქვეყნა.

banner
წინა სტატიაშიმონა აღარ არის პრეზიდენტი?! – ქადაგიშვილის პასუხი ჟურნალისტებს პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით
შემდეგი სტატიადღეიდან, სამხედრო საკონტრაქტო სამსახურში მოსახვედრად პირველადი რეგისტრაცია იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებშიც გახდა შესაძლებელი