სააკაშვილის ამერიკელი ადვოკატი – ჩემი შეფასებით, პრეზიდენტი არის მხნედ

ჩემი შეფასებით, პრეზიდენტი არის მხნედ, თუმცა ეს არ არის შესაბამისი დაწესებულება, სადაც უნდა იყოს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ამერიკელმა ადვოკატმა ჯონ სენდვიჯმა ჟურნალისტებს გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებასთან განუცხადა, რომელმაც ცოტა ხნის წინ სააკაშვილი მოინახულა.

ადვოკატის თქმით, ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შემთხვევაში, დაწესებულებაში არ არის შესაბამისი სამედიცინო აღჭურვილობა.

„შეშფოთებას იწვევს, თუ როგორ უნდა იგრძნოს მან თავი აქ უსაფრთხოდ, რადგან რაიმე ფაქტის შემთხვევაში, არ არის შესაბამისი სამედიცინო აღჭურვილობა, მაგრამ ვამბობ, რომ ის შესანიშნავ განწყობაზეა. მსგავს შემთხვევას აშშ-ში ვერ შეხვდებით და არ არის შემთხვევა, რომელიც ექვემდებარება სისხლის სამართალს. ეს არ არის დაწესებულება, სადაც ის უსაფრთხოდ იგრძნობს თავს“, – განაცხადა სენდვიჯმა.

კითხვაზე, ხელისუფლების მიერ დარღვეულია თუ არა კანონი, ადვოკატი აცხადებს, რომ საკითხზე ვერ ისაუბრებს.

„არ ვარ საქართველოს სამართლის სპეციალისტი და არ შემიძლია, ამაზე ვისაუბრო. შემიძლია ვთქვა, რომ ამ დაწესებულებაში არ იმყოფებიან ადამიანები, რომლებიც პასუხისმგებელი არიან მის პერსონალურ უსაფრთხოებაზე. ითქვა, რომ აქ ადამიანის უსაფრთხოდ ყოფნა შეუძლებელია, განსაკუთრებით ყოფილი პრეზიდენტის, რომელიც იმყოფება იმ პირებთან ერთად, რომლებიც მისი პრეზიდენტობის პერიოდში გასამართლდნენ. წარმოდგენა არ მაქვს, ხელისუფლება როგორ შეძლებს მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფას მსგავს დაწესებულებაში.

ვნახე კადრები და საკმაოდ შემაშფოთებელია, თუ როგორ მოექცნენ მას. ისევ განვმეორდები და ვიტყვი, რომ მსგავსი მოპყრობა არ არის მართებული, განსაკუთრებით წინანდელი პოზიციიდან გამომდინარე“, – განაცხადა სააკაშვილის ამერიკელმა ადვოკატმა.

banner
წინა სტატიაშიპაპუაშვილი: ჩვენ ვნახეთ, როგორ მოექცნენ სააკაშვილს, როგორც უკრაინის მოქალაქეს, უკრაინაში
შემდეგი სტატიაანა ფოტიგა ელენე ხოშტარიას ხვდება