სააკაშვილის ადვოკატი: მნიშვნელოვანია მისი პირადი ექიმის ვიზიტი, ამის უფლებას არ აძლევენ

მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, გიორგი გელხაურის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი წინააღმდეგი არაა მისი ჯანმრთელობა ციხის ექიმებმა შეამოწმონ და მათთან კონტაქტზე უარს არ ამბობს.

“ძალიან მნიშვნელოვანია მისი პირადი ექიმის ვიზიტი, ამის უფლებას არ აძლევენ, სპეკულაციები ის უფროა როცა რაღაც ექიმების გუნდზე ვსაუბრობთ, როცა მისი პირად ექიმის არ ეძლევა საშუალება შევიდეს და მოინახულოს მოშიმშილე ადამიანი. სპეკულაციები რომ თავიდან ავირიდოთ, პირიქით, არ ამბობს უარს [ციხის ექიმებთან კონტაქტზე] თანახმაა, მაგრამ მნიშვნელოვანია მისი პირადი ექიმის ვიზიტი მასთან”, – თქვა გიორგი გელხაურმა.

banner
წინა სტატიაშიბუტა რობაქიძის საქმეზე პროცესი გაიმართა, სადაც პროკურატურის მოწმე, პოლიციელი დაიკითხა
შემდეგი სტატიასარჯველაძე: თუ მართლა ასეთი საუბრები მიმდინარეობს გამოძიების დასრულებამდე საერთაშორისო ასპარეზზე, ეს კარგი არ არის