სააკაშვილის ადვოკატი: ციხის საავადმყოფოში გადაყვანა შეუძლებელია

ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შოთა თუთბერიძე ამბობს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების შემთხვევაში სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანა შეუძლებელია და ამ ვარიანტს ექსპრეზიდენტი არ განიხილავს.

“მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის უკანონობა, ამის შემდეგ, არის მიცემული პირობის გატეხვა, იმიტომ, რომ პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლები ჯანდაცვის სამინისტროში შექმნილი კომისიის ფარგლებში პირველი დღიდან აცხადებდნენ, რომ, საჭიროების შემთხვევაში, პრეზიდენტს გადაიყვანდნენ ექიმების მიერ შესრჩეულ კლინიკაში. ახლა ის, რომ რომელიღაც პერსონალურ მმართველში, რომელიღაც ხელის ბიჭში პერსონალურმა ბოღმამ გაიღვიძა და გადაწყვიტა, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა გადაიყვანოს ციხესთან არსებულ საავადმყოფოში, არ ნიშნავს იმას, რომ ეს ასე იქნება.

მიგვაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა რომელირაც ციხის საავადმყოფოში არის უბრალოდ შეუძლებელი და ამაზე ამ ვარიანტს ბატონი პრეზიდენტი საერთოდ არ განიხილავს. მისი ამმოძრავებელი ძალა ამ ეტაპზე არის ის განცდა, რომელიც ხალხის მიმართ გააჩნია”. – ამბობს სააკაშვილის ადვოკატი.

banner
წინა სტატიაშისარჯველაძე: სააკაშვილსა და „ნაციონალურ მოძრაობას” თავი არასოდეს შეუწუხებიათ, იფიქრონ იმაზე, რამდენად აქვთ ესა თუ ის უფლება კანონმდებლობით
შემდეგი სტატიაკობახიძე: “ნაციონალური მოძრაობა” არის ერთიანი ბოროტი პოლიტიკური ძალა, რომელიც შედგება ბოროტი ადამიანებისგან