სააკაშვილის ადვოკატი: არცერთი მყარი სამართლებრივი მტკიცებულება საგამოძიებო უწყებას ყოფილი პრეზიდენტის მიმართ არ აქვს

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ოთარ კახიძე ამბობს, რომ არცერთი მყარი სამართლებრივი მტკიცებულება საგამოძიებო უწყებას ყოფილი პრეზიდენტის მიმართ არ აქვს და საქმეები პოლიტიკური ნიშნით არის დაწყებული.

“იყო უკრაინაში ექსტრადირების მოთხოვნები, რომელიც იგზავნებოდა, ორი მოთხოვნა იქნა გაგზავნილი ორივეზე ითქვა უარი პოლიტიკური მოტივაციის გამო, ჩვენთან ეს საქმეები მტკიცებულებებს არ ეფუძნება არის შეთითხნილი. “ქართულ ოცნებას” დასავლეთ ევროპის და აშშ-ს მართმსაჯულებისთვის არ მოუთხოვია სააკაშვილის ექსტრადირება.

შეიძლება ამას ქონოდა ორი მოტივაცია, შეიძლება არ სურდათ რომ თავი მოეჭრათ კიდევ ერთხელ მორიგი დამოუკიდებელი სასამართლოს წინაშე, როგორც ეს მოხდა საფრანგეთში და ლონდონში და მეორე ვარიანტია, რომ არ სურთ, რომ აქ ჰყავდეთ პატიმარი სააკაშვილი, რომელია აქედან ძალიან რთულია”, – ამბობს ოთო კახიძე.

banner
წინა სტატიაშივოლსკი: კოალიციის შექმნა უტოპიურად ჟღერს „ნაცმოძრაობასთან”,გახარიასთან, ნებისმიერ სხვა პარტიასთან
შემდეგი სტატიაგაიცანით ბიზნესდაჯილდოების ჟიურის წევრები ნომინაციაში “გამორჩეული როლისთვის რეგიონის განვითარებაში”