5.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 15, 2026
banner

სააკაშვილის ადვოკატი: არათუ იურიდიული, კომიკური საფუძველიც კი არ გააჩნია ამ საქმეს, პოლიტიკური დევნის მოტივაციით ხდება

საქართველოს მესამე  პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა, რომ ამ საქმეს არათუ იურიდიული, კომიკური საფუძველიც კი არ გააჩნია.

„ჩვენ ამ საქმეში „სელფიც“ კი ვერ ვნახეთ. შესაბამისად, არათუ იურიდიული, კომიკური საფუძველიც კი არ გააჩნია ამ საქმეს. ყოველგვარი სარკაზმის გარეშე, მართლა, ბრალდება შეეხება მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, ბიძინა ივანიშვილის ზვიგენთან „სელფის“ გადაღების თაობაზე. დაკითხვაც ამის თაობაზე იყო, სისხლის სამართლებრივი დევნაც ამ საფუძვლით არის დაწყებული. ყველას კარგად გვესმის, რომ ეს რაიმე ტიპის იურიდიულ შინაარსს არ ატარებს და ამავდროულად, ყველას გვესმის, რომ ეს ხდება, მხოლოდ და მხოლოდ, პოლიტიკური დევნის მოტივაციით“, – განაცხადა ბასილაიამ.

banner
წინა სტატიაში“სწორი ღირებულებების მქონე ადამიანებთან ბრძოლა წამგებიანია”- ვასო აბაშიძის თეატრი ანდრო ჭიჭინაძემაც დატოვა
შემდეგი სტატიაივანიშვილსაც არ მოსვლია თავში აზრად, საიდან დაასკვენით? – ნიკა გვარამია მოსამართლეს