სააკაშვილის ადვოკატები მოსამართლეთა კოლეგიის – ნინო ელიეშვილის, მაია ქოქიაშვილის და ლია ორკოდაშვილის აცილებას ითხოვენ

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები მოსამართლეთა კოლეგიის ნინო ელიეშვილის, მაია ქოქიაშვილისა და ლია ორკოდაშვილი აცილებას ითხოვენ.

„სასამართლოს როგორ შეიძლება იმაზე უარესი დაემართოს, ვიდრე არის ბრალდებულის გარეშე პროცესის ჩატარება, რომელსაც სასამართლოზე გამოცხადების სურვილიც აქვს და შესაძლებლობაც და რომელზეც ვარაუდი არსებობს, რომ მალე სურვილი ექნება, მაგრამ შესაძლებლობა აღარ. ამაზე მეტად ღირსება რამ უნდა შეგილახოთ? ღირსებას ბრალდებულის ცარიელი სკამი გილახავთ. ამ შემადგენლობით სასამართლოს მე ვფიქრობ არ აქვს სამართლებრივი და მორალური უფლება განაგრძოს ამ საქმის განხილვა. ამ შუამდგომლობის არ დაკმაყოფილება ნიშნავს იმის დადასტურებას, რომ სასამართლოს ეს შემადგენლობა მზადაა რატი ბრეგაძის და ბრალდების ყველა პოზიციას ხელი მოაწეროს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ.

banner
წინა სტატიაშიგვარამიას მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე არ უშვებენ
შემდეგი სტატიაადვოკატებისთვის მიუღებელია პროკურატურის შუამდგომლობა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ან დისტანციურად სააკაშვილის პროცესებში ჩართვის შესახებ