სააკაშვილი ზურაბიშვილზე: შემხვდა პრეზიდენტი და მითხრა, არასდროს დაგვანახო თვალით ეს ქალიო

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიმდინარე მოვლენებზე ტელეკომპანია „იბერიას“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

„ზურაბიშვილი  ჩავიდა თურქეთში და თავის საჯარო გამოსვლაში სტამბულს რამდენჯერმე უწოდა კონსტანტინოპოლი. მაშინ თურქეთი ჩვენთვის მნიშვნელოვანი მოკავშირე იყო. შემხვდა პრეზიდენტი და მითხრა, არასდროს დაგვანახო თვალით ეს ქალიო. იყო თუ არა ეს რუსეთის საქმის კეთება? ეს იყო დაულაგებელი ქალბატონი, რომელიც შუა ვიზიტის დროს გაქრებოდა სადღაც. მან თავის თავზე მიიწერა რუსეთის ბაზების გაყვანა და სულ იტყუება. მაგალითად თქვა, რომ გადადგა მინისტრობიდან გირგვლიანის საქმის გამო. მოკლედ, ყველაფერი არეული აქვს, სულ იტყუება“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

 

https://youtu.be/uD6-eJcnyss

banner
წინა სტატიაშიქეთევან ციხელაშვილი – ყველა დედისთვის, იქნება აფხაზი, ქართველი თუ ოსი, ერთნაირად მნიშვნელოვანია შვილების მშვიდობიანი მომავალი და ეს არის ჩვენი საერთო ინტერესი
შემდეგი სტატიათბილისში „ღამის ავტობუსის“ მარშრუტი ამოქმედდა