სააკაშვილი: ზელენსკიმ უკრაინის ვიცეპრემიერის პოსტი შემომთავაზა, ეს დიდი პატივია

საქართველოს ექსპრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის, განცხადებით, მან უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისგან ვიცეპრემიერის თანამდებობაზე დანიშვნის შეთავაზება მიიღო.

“ჩემთვის დიდი პატივია პრეზიდენტ ზელენსკის შეთავაზება, გავხდე უკრაინის მთავრობის ვიცეპრემიერი რეფორმების საკითხებში. მე უკვე მქონდა ძალიან პროდუქტიული საუბარი პრემიერმინისტრ შმიგალემთან, რომლის ფარგლებშიც ჩვენ დეტალურად განვიხილეთ ყველა საკითხი, რომელიც დაკავშირებულია მთავრობაში ჩემს შესაძლო სამსახურთან დაკავშირებით”, – წერს სააკაშვილი Facebook-ზე.

პოსტში სააკაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ ზელენსკის მთელი იმ დროის განმავლობაში უჭერს მხარს, რაც ის პრეზიდენტის თანამდებობაზეა.

“მე ამ შეთავაზებასა და საკუთარ გადაწყვეტილებას ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ვუდგები, იმიტომ, რომ ეს ქვეყნისთვის იოლი დრო არაა. წინ ძალიან რთული პერიოდი გვაქვს, როგორც ეკონომიკაში, ისე მთლიანად ქვეყნის ცხოვრებაში. ჩვენ ახლა ისე, როგორც არასდროს, გვჭირდება გაბედული ვიყოთ ჩვენს გადაწყვეტილებებსა და რეფორმებში”, – წერს ექსპრეზიდენტი.

სააკაშვილის განცხადებით, ის უმაღლეს რადას თავის პროგრამას წარუდგენს, თუ როგორ უნდა დაეხმაროს დენის შმიგალის მთავრობას.

უკრაინული მედიის UNIAN ცნობით, სააკაშვილის შესაძლო ვიცეპრემიერობასთან დაკავშირებით ინფორმაცია თავდაპირველად ზელენსკის პარტიის “ხალხის მსახური” დეპუტატმა, ალექსანდრ კაჩურმა, გაავრცელა. კაჩურის თქმით, ფრაქციის “ხალხის მსახური” შეხვედრა ვიცეპრემიერობის კანდიდატთან უმაღლესი რადას რიგგარეშე სხდომის წინ გაიმრთება.

banner
წინა სტატიაშიირმა ინაშვილი : 3000-ლარიანი ჯარიმები რაღაცნაირად წავიყვანოთ გაუქმებისკენ და ჩამოეწეროს ყველას
შემდეგი სტატიაკახა კალაძე – იდეა გვაქვს, როდესაც ნორმალურ ცხოვრებას დავიწყებთ, ავკრძალოთ კვირაში ორი დღე კერძო ტრანსპორტით გადაადგილება,