ვიდეო-მიხეილ სააკაშვილმა მილიონი ხელმოწერის შეგროვება დაიწყო-რა ხდება ხარკოვში

saakოდესის გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა ხარკოვში მესამე ანტიკორუფციული შეხვედრა გამართა,რომელიც რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.
ფორუმის გახსნისას სააკაშვილმა განაცხადა, რომ კორუფცია უკრაინული რეალობაში ძალიან მსუბუქად და პოეტურად ჟღერს – წერს გამოცემა “გორდონი”.
“ეს კორუფცია არ არის, ეს ქურდობა და ბანდიტიზმია” – განაცხადა სააკაშვილმა.
გარდა ამისა, მან უკრაინის საარჩევნო სისტემის შეცვლის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დააანონსა.
“ჩვენი მოძრაობა მთელს უკრაინაში მილიონ ხელმოწერას შეაგროვებს იმისათვის, რომ თამაშის წესები შეიცვალოს, სრულიად შეიცვალოს საარჩევნო სისტემა, რომ ოლიგარქებმა და კორუფციონერებმა მთავრობაში ადგილის ყიდვა ვერ შეძლონ. შევაგროვებთ ხელმოწერებს ბიზნესის გასანთავისუფლებლად და გადასახადების შესამცირებლად. ეს მოხდება მალე, გარწმუნებთ. მივიტანთ ამას და ვიტყვით, აი, ხალხმა გამოგიტანათ ვერდიქტი” – განაცხადა სააკაშვილმა.

https://youtu.be/JBEFEBdjilE

banner
წინა სტატიაშიოჩამჩირის რაიონის სოფელ გუდავაში ხანძარია
შემდეგი სტატიაOxfam: ყველაზე მდიდრების 1% მსოფლიოს ნახევარ სიმდიდრეს ფლობს