სააკაშვილი ვაშაძის განცხადების ახალ განმარტებაზე: მთლიანად ვეთანხმები!

“მთლიანად ვეთანხმები. უკომპრომისო ბრძოლა გამარჯვებამდე!”. – ასე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძის განცხადების ახალ განმარტებას.

გრიგოლ ვაშაძე 10 ნოემბრის დილით პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებდა, “სასწრაფოდ გადავიტანოთ პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან, ჩავანაცვლოთ ქუჩა ყველა დონის საკონონმდებლო ორგანოების ტრიბუნით და ყველა ძალას მოვუხმოთ სახელმწიფოს ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად”.

ამ განცხადებამ პარტიაშიც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია და ენმ-ს წევრების ცნობით, გრიგოლ ვაშაძის განცხადება პარტიის ლიდერებთან და პოლიტსაბჭოსთან შეთანხმებული არ ყოფილა.

მოგვიანებით, გრიგოლ ვაშაძემ საკუთარ განცხადებასთან დაკავშირებით, “დამატებით განმარტება” გაავრცელა.

“1. მოქალაქეთა პროტესტი უნდა გაგრძელდეს;

2. ამ პროტესტს სასწრაფოდ უნდა დაემატოს პოლიტიკური კომპონენტი – სამართლიანი არჩევნების პრინციპების განხორციელების თაობაზე მოლაპარაკებების სახით სტრატეგიული მოკავშირეების მედიაციით;

3. სანამ/თუ მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდება არც მეორე ტურში მონაწილეობას არ ვღებულობთ და არც პარლამენტში არ შევდივართ;

4. ერთხელ და სამუდამოდ ყველა უნდა დავიძაბოთ, რომ მომავალში ქუჩის პროტესტმა ნორმალური პროცესი არ ჩაანაცვლოს არჩევნების გაყალბების გამო”. – ნათქვამია გრიგოლ ვაშაძის “ჰანმარტებით კომენტარში”, რომელსაც თავად პარტია ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშისანამ დღევანდელი ვითარება არ შეიცვლება, ჩვენ მზად ვართ გრძელვადიანი, მშვიდობიანი პროტესტისთვის – ბოკერიამ
შემდეგი სტატიალელო ე.წ კომენდანტის საათს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს